კრისტინ ლაგარდი - 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12% -ით შემცირდება

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისინ ლაგარდმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12%-ით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აქამდე ევროპის ცენტრალური ბანკი 5-12% -იან კლებას პროგნოზირებდა. თუმცა, ლაგარდის თქმით, "რბილი" სცენარი უკვე მოძველებულია. „ფაქტობრივი შედეგი იქნება "საშუალო" და "მძიმე" სცენარებს შორის“ - აღნიშნა მან.

ევროსტატის მონაცემებით, ევროზონის 19 ქვეყნის მშპ იანვარ-მარტში 3.8% -ით შემცირდა წინა კვარტალთან შედარებით. ეს არის მაქსიმალური კვარტალური კლება 1995 წლის შემდეგ, რაც ევროსტატმა მონაცემების შეკრება დაიწყო.