კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენისთვის ევროკომისია ანტიკრიზისული ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ფონდის მოცულობა შესაძლოა, 750 მილიარდი ევრო იყოს. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ დაწერა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინის თქმით, გეგმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ერთ-ერთი ვერსიით, წევრი ქვეყნები ამ 750 მილიარდი ევროდან 500 მილიარდ ევროს მიიღებენ როგორც დახმარებას, ხოლო 250 მილიარდი ევრო იქნება იაფი სესხი.
ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის პროგრამა და ბიუჯეტი 2021-2017 წლებზე გაიწერება.