ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს და არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით,- ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "ჯეო გრუპთან" და ტენდერებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას.
კახა კალაძე მიესალმება იმას, რომ კონკრეტული კომპანიები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან, თუმცა, ტენდერებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.
"იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან "ქართული ოცნების" შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას, ვინც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს, არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერებს იგებს კომპანიები ტენდერების საფუძველზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში," - განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, კომპანია "ჯეო გრუპი" "ქართული ოცნების" შემომწირველია, რომელიც "მუდმივად იგებს ტენდერებს".