პრემიერის განცხადებით, მთავრობა ანტიკრიზისულ ბიუჯეტს პარლამენტში 5 ივნისამდე წარადგენს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა ანტიკრიზისულ ბიუჯეტს პარლამენტში 5 ივნისამდე წარადგენს. მისივე თქმით, რეგლამენტით სწორედ ეს ვადაა განსაზღვრული. ამასთან, პრემიერმა ბიუჯეტის ზოგიერთი მაჩვენებელი დაასახელა.

„მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ. რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს, პანდემიამდე ნაერთი ბიუჯეტი გვქონდა 13 მილიარდ 600 მილიონი, რომელიც შემცირდა 11 მილიარდ 900 მილიონ ლარამდე. 350 მილიონი ესაა კონკრეტულად ჯანდაცვის ვირუსთან ბრძოლის ხარჯები, ტესტი, აღჭურვილობა, მკურნალობა და ასე შემდეგ. 1.03 მილიარდი ეს არის სოციალური დახმარება მოქალაქეებზე, 1.7 მილიარდი ბიზნესის დახმარება და სულ ეს არის 4.3 მილიარდი. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გაზრდილია 6-დან 8.5-მდე. ესაა ის საპროგნოზო პარამეტრები, რომლებიც სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს,“-აღნიშნა გახარიამ.