"ისედაც ვიცოდით და კრიზისმა დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ტურიზმს თავი უნდა დავანებოთ"

რა თქმა უნდა, ისედაც ვიცოდით და კრიზისმა გვაჩვენა, დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ტურიზმს უნდა დავანებოთ თავი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმში დასაქმებული ადამიანების პროფილის შეცვლაზე არ მიდის მუშაობა.

"რა თქმა უნდა, ისედაც ვიცოდით და კრიზისმა გვაჩვენა, დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული. მართალია, ქვეყანა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ტურიზმს უნდა დავანებოთ თავი. ტურიზმის ეფექტი საქართველოში რა არის? ტურიზმი არის შედარებით დაბალ კაპიტალმოცულობით სწრაფად განვითარებადი დარგი, რომელსაც აქვს დიდი გადაცემის ძალა და რაც უფრო სწრაფად იზრდება ტურისტების ოდენობა, ტურიზმის მიერ შემოტანილი ფინანსური რესურსი ჩადის ფერმერების დონეზე. ამიტომ, ტურიზმი ერთგვარი დაზღვევაა, უარი არ უნდა ვთქვათ, თუმცა, შემდგომ უკვე ტურიზმის მიერ წარმოშობილი მოთხოვნა როგორ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი წარმოებით, ეს უნდა იყოს ძირითადი და შემდგომ უკვე ამას უნდა მიყვეს ადგილობრივი წარმოების გაძლიერების პროგრამები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.