საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
„ამის შესახებ ქალბატონ მინისტრთან უკვე ვისაუბრე. სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებით კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული, ფინანსური დახმარებისა და წახალისების ელემენტები აუცილებლად სჭირდება და ეს იქნება განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.