პრემიერის განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება.

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სწრაფად, სანამ სტრუქტურირებული იქნებოდა სისტემურად სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით, რომ ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა. ორი მიმართულება იყო ეს - კომუნალურები და კრედიტები. კომუნალურები მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ. ვნახოთ ეს ფინანსური შედეგები როგორი გვექნება. კრედიტის მომსახურების ნაწილში გაგრძელება იქნება”, - განაცხადა პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.