ბიუროკრატიული ხარჯების შემდგომი შემცირება ქვეყანაში კონტრპროდუქტიული იქნება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების შეკითხვას ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
„სისტემურად დღეს ეს ქვეყანაში პრობლემა არ არის. მარტივი საკითხია, რეალურად ბიუროკრატიული ხარჯების შემდგომი შემცირება ქვეყანაში იქნება კონტრპროდუქტიული. ასე გიპასუხებთ, სსიპ-ების და ააიპ-ების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, რა თქმა უნდა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობაც შესამცირებელია“, - განაცხადა გახარიამ.