გიორგი გახარიას თქმით, თავდაპირველად საფეხბურთო შეხვედრები მაყურებლების გარეშე უნდა დაიწყოს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თავდაპირველად საფეხბურთო შეხვედრები მაყურებლების გარეშე უნდა დაიწყოს.

„ფეხბურთი დასაწყებია, ოღონდ ჯერჯერობით მაყურებლების გარეშე. მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ ალბათ ორი კვირა, ერთი თვე და მერე ნელ-ნელა უკვე შეიძლება ყველასთან ერთად, რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.