„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადაპტაციის პერიოდი ეფექტურად გავიაროთ.
„ჩვენ თუ შევძელით წლის დასრულება -4%-ით და 8,5%-ის დეფიციტით, ჩათვალეთ, რომ აღდგენის პერიოდი იქნება საკმაოდ სწრაფი, მაგრამ ეს არის ძალიან ოპტომისტური სცენარი. რეალურად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს. სჯობს, რომ 100-150 მილიონის ინვესტირება გავაკეთოთ ჯანდაცვის სისტემაში. მაგალითად, გარდა იმისა, რომ საჭიროა ლაბორატორიების ქსელების შექმნა, მაგალითად ქალბატონი ეკას წინადადება იყო, რომ ყველა მსხვილი მრავალპროფილური საავადმყოფოს ლიცენზირების პირობებში ჩაიდოს, რომ მას ერთი PCR ტესტის აპარატი უნდა ჰქონდეს. ჯობია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დავაყენებთ არანაირ პირობებში და ახლა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ადაპტაციის პერიოდი გავიაროთ ეფექტურად და ვმართოთ კრიზისი დაახლოებით 500-600 ინფიცირებული ერთდროულად თუ გვეყოლა, მათ ვუმკურნალოთ და არ გადავკეტოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.