გიორგი გახარიას განცხადებით, ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება  უნდა გამკაცრდეს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. როგორც მან პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

"თუ კაზინოებთან მიმართებით პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზიონების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხირდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ," - განაცხადა გახარიამ.