საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღგ-ს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.
კითხვაზე, გამოადგებოდა თუ არა ბიუჯეტს „მოპარული ასი მილიონი ახლა“, პრემიერ-მინისტრი დადებითად პასუხობს.
„რა თქმა უნდა, გამოადგებოდა და რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ათეულობით ადამიანია დაკავებული. რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გამოძიების პროცესი ლოგიკურ დასრულებამდე მივა და ბიუჯეტსაც რა თქმა უნდა, მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.