ვის შეეხება და რას გულისხმობს იპოთეკური სესხების სუბსიდირება

მთავრობა იპოთეკურ სესხებზე 4%-ს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს მოქალაქეებს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეს სუბსიდია გავრცელდება ყველა იმ იპოთეკურ კონტრაქტზე, რომელიც დაიდება მიმდინარე წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, მთავრობა 150 მლნ ლარს მიმართავს წლის ბოლომდე, რათა დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებით 1 800 ოჯახისთვის 3-ჯერ მეტი მშენებლობა ანუ ეს ნიშნავს, რომ დევნილები დაახლოებით, 6 ათასი ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას.

თაია არდოტელი