ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ყველას მაქსიმალურად დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ.
„ქალაქში დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვიზუალურად, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც თანხები აქვს გადახდილი, უკვე წლების განმავლობაში საკუთარ ბინებს ელოდებიან და მიღებას ვერანაირად ვერ ახერხებენ. ასეთი მაგალითი იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ“დაზარალებული ოჯახები, რომელთაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ, იქ უკვე მშენებლობა მიმდინარეობს და ძალიან მალე ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ. იგივე არის „ოლიმპიური ვარსკვლავი“, იგივე არის „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახები. ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ და ზუსტად დღევანდელი პრეზენტაცია მიმართულია იმისკენ, რომ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და არ დავტოვოთ ბინებისა და საკუთარი ფართების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.