რა შემთხვევაში შეწყვეტს მთავრობა იპოთეკური სესხის სუბსიდირებას

საქართველოს მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა. მთავრობის გეგმის მიხედვითაც, ყველას ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს. სესხის ზედა ზღვარი 200,000 ლარით განისაზღვრა.

თუმცა ეს წესი მხოლოდ იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რეფინანსირების განაკვეთი მაღალია. მთავრობის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შეწყვეტს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს, განაახლებს იმ შემთხვევაში, თუ განაკვეთი ასცდება 5%-ს.

ცნობისათვის, ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი შეადგენს 8,5%-ს შეადგენს. ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 24 ივნისსაა ჩანიშნული.