იმ ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს.
ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზრდოს და 670 მილიონი შეადგენოს, -აცხადებენ ორგანიზაციებში.
„ისეთ მასშტაბური და ღრმა ფინანსური სირთულეებია, რომ ყველა ის ძალისხმევა, რომელიც ბოლო წლებში გატარდა ბავშვთა სიღატაკის შემცირების კუთხით, შესაძლოა წაიშალოს და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა დარჩნენ“,-აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.
ამასთან, ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობებს, სასწრაფოდ გაზარდონ სოციალური უსაფრთხოების სისტემები და სკოლებში კვების ლიმიტი, რათა ბავშვებმა სასწავლო დაწესებულებებში შეძლონ კვება.