Boeing-ი 12 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

მიუხედავად 737 MAX-ის თვითმფრინავების წარმოების განახლებისა, Boeing-ი თანამშრომლებს მასობრივად ამცირებს.

უახლოეს მომავალში კომპანიაში სამსახურს 12 ათასი თანამშრომელი დაკარგავს. ამავდროულად, 5 520-მა ნებაყოფლობით შეწყვიტა კონტრაქტები კომპენსაციის ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო კიდევ 6 770 იძულებით გაათავისუფლეს.

ამასთან, Financial Times-ის თანახმად, კომპანია ამცირებს თავის თანამშრომლებს შეერთებული შტატების გარეთ, ჯერჯერობით ცნობილია, რომ 630-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებენ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა განაცხადა, რომ Boeing-ი თანამშრომლების 10%-ს შეამცირებს.