„იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება“

იპოთეკური სესხების სუბსიდირება მხოლოდ პირველად ბინებს შეეხება.

ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა მთავრობას, დეველოპერებს, კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის. როცა განხილვები მიმდინარეობდა, საუბარი იყო რომ უფრო მომცველობითი ყოფილიყო ეს ინიციატივა, მათ შორის მეორად ბინებსაც შეხებოდა, თუმცა, საბოლო შეთანხმება მოხდა, რომ 2020 წლის ბოლომდე ეს ინიციატივა მხოლოდ პირველად ბინებზე განხორციელებულიყო. ამით ეს თანხები ახალ ბინათმშენებლობებს მოხმარდება და დეველოპერული პროექტების წახალისებას გამოიწვევს,“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

თაია არდოტელი