სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ ჩატარდა ონლაინ შეხვედრა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა სათბურის აირების სექტორული გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგების და სამომავლო ქმედებების გაცნობას დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის 1990-2017 წლების პროცესები და შედეგები. ასევე განიხილეს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის 2016-2017 წლების პირველადი შედეგები ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და სატყეო მეურნეობის სექტორებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება“ ფარგლებში განხორციელდა.