საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 42% კაცია, 58% კი ქალი, ხოლო დაავადებულთა მინიმალური ასაკი 2 წელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 738 პაციენტიდან 42% მამაკაცი , ხოლო 58% ქალია. ამის შესახებ მან უპასუხა, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 738 ადამიანის სქესობრივი გადანაწილება და მათ შორის, რამდენია ბავშვი.

„ინფიცირებულთა 42% კაცი, ხოლო 58% ქალია . რაც შეეხება ბავშვებს, 15 წლის ასაკის ჩათვლით გვყავს დაავადებულთა 8.4%, ინფიცირებულების მინიმალური ასაკი არის 2 წელი. ხოლო ინფიცირებულები 10.2% არის 18 წლამდე“, - აღნიშნა ზახაშვილმა.