"მოკლე მანძილზე სჯობს ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება"

მოკლე მანძილზე სჯობს ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი იმ თანამოქალაქეებს, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატამ იმნაძემ კითხვას, რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სჯობს მგზავრობა.

იმნაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის დატვირთვაც ნაკლები იქნება.

„მოკლე მანძილებზე სჯობს ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, იმისთვის, რომ ნაკლები იყოს ტრანსპორტზე დატვირთვა. იმ თანამოქალაქეებს დავუთმოთ ტრანსპორტი, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება“,- განაცხადა იმნაძემ.