ოფისში, სადაც ბევრ ადამიანს უწევს ყოფნა და დისტანცია საკმარისად არ არის დაცული, აუცილებელია განიავება და პირბადის ტარება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, შეკითვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები გაიცა ოფისებისთვის, სადაც 10-ზე მეტ ადამიანს უწევს მუშაობა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ვისაც ონლაინ მუშაობის შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად უნდა იმუშაონ. „სადაც შესაძლებელია ონლაინ მუშაობა, ისევ და ისევ ონლაინ უნდა იმუშაონ. სადაც ბევრი ადამიანი მაინც ოფისში უნდა იყოს და თუ იქ დისტანცია საკმარისად არ იქნება დაცული, აუცილებლად უნდა განიავდეს ოფისი და რა თქმა უნდა, პირბადეც უნდა ატარონ“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.