კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი  საქართველოში მინიმალური ხელფასის თაობაზე საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის იდეას. ამის შეასხებ ინფორმაციას, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შედეგი აჩვენა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC Georgia და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ განხორციელებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან აცნობეს, გამოკითხულთა 75% მხარს უჭერს საქართველოში მინიმალური ხელფასის არსებობას.

მინიმალური ხელფასის იდეას მხოლოდ 12 % ეწინააღმდეგება. ხოლო დანარჩენ 12 %-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი საკითხის ირგვლივ.

„საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ, რაოდენობას, რომელიც ოთხჯერ აღემატება დღევანდელ საარსებო მინიმუმს.

ისინი საშუალოდ 1200-დან 1400 ლარამდე დაურიცხავ ხელფასს სამართლიანად მიიჩნევენ“, - აღნიშნულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილის დასაწყისში ჩატარდა და 1351 ინტერვიუს მოიცავს.