საფრანგეთში ბარები, რესტორნები და კაფეები იხსნება

2 ივნისიდან საფრანგეთში ბარები, რესტორნები და კაფეები იხსნება, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვებიც.

პარიზში, სადაც მედიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების უფრო მაღალი რისკია, იმუშავებს მხოლოდ ღია ტიპის დაწესებულებები და ტერასები. 2 ივნისიდან საფრანგეთში უქმდება ასევე შეზღუდვა საცხოვრებელი სახლიდან 100კმ-ზე მეტ მანძილზე გადაადგილების შესახებ. რაც შეეხება საზღვრებს, ქვეყანა სხვა ევროპულ ქვეყნებთან მიმოსვლას 15 ივნისიდან აღადგენს.