აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.
„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“,-აღნიშნა თოდრაძემ.