ფრანგული კომპანია „რენო“ მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ საწარმოებსა და ოფისებში 15 000 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთარდ შემცირდა.
ცნობისთვის, კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 180 000 თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის 48500 საფრანგეთში. მის 15% საფრანგეთის სახელმწიფო ფლობს.