რამდენმა ადამიანმა გადაავადა სესხი „თიბისიში“

სესხის გადავადებით სარგებლობის მაჩვენებლები „თიბისი ბანკში“ სეგმენტების მიხედვით განსხვავებული იყო.

ამის შესახებ, „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„სესხის გადავადებით, ფიზიკურ პირებში დაახლოებით 78%-მა; ხოლო კორპორატიულში და მცირე და საშუალო ბიზნესში დაახლოებით 40%-მა ისარგებლა. ჩვენი მოლოდინია, რომ ახლა, როდესაც ივნისშიც გაგრძელდება სესხების გადავადება, გაცილებით ნაკლები მოხმარება გვექნება ვიდრე მარტში, რადგან მაშინ რთული იყო რამის განსაზღვრა, ახლა კი უკვე ნელნელა სხვადასხვა სექტორის გახსნა დაიწყო და ვფიქრობთ, გაცილებით ნაკლებ მომხმარებელს შეეხება ეს გადავადება,“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავთო პერიოდი მარტში შესთავაზეს. გახარიას ცნობით, ამ პერიოდში საბანკო სასხის გადავადებით 600 000 მოქალაქემ ისარგებლა. რამდენიმე დღის წინ კი სესხების კიდევ 3 თვით გადავადების შესახებ გახდა ცნობილი.

თაია არდოტელი
QR კოდები და ერთჯერადი მენიუ - ინოვაცია ქართული რესტორნებისთვის
რესტორნებში მაგიდის ონლაინ დაჯავშნა და მენიუს შეკვეთა - როდიდან შეძლებენ მომხმარებლები შესაბამისი სერვისით სარგებლობას
მაღაზიებში შეძენილი ნივთის გადაცვლა/დაბრუნების წესები იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მომხმარებლებს 1-ლი ივნისიდან