თურქეთი კაფეებსა და პლაჟებს ხსნის

თურქეთი 1-ლი ივნისიდან კაფეებს და პლიაჟებს ხსნის, ამასთან, იხსნება შეზღუდვა საქალაქთაშორისო გადადგილებაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ასე რომ, ორშაბათიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კვლავ განახორციელონ საქალაქთაშორისო მოგზაურობები. გარდა ამისა, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, მათ კვლავ ექნებათ უფლება პლაჟების, რეზერვების და პარკების მონახულების. ამასთან, იხსნება კაფეები, მუზეუმები და ბაგა-ბაღები, მუშაობას იწყებენ რესტორნები, კაფეები, აუზები და აბანოები.

ამასთან, ივლისიდან განახლდება საერთაშორისო ფრენებიც.