რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებზე

1-ლი ივნისიდან საქართველოში დახურული და ღია ტიპის ტანსაცმლის ბაზრობა იხსნება. ყველა მათგანს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით მოუწევს მუშაობა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბაზრობებისთვის დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით, ბაზრობის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია მომხმარებელთა/მყიდველთა შორის; ასევე დაცული უნდა იყოს დისტანცია დახლებს შორის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოყენებული უნდა იყოს დროებითი გამყოფი.

გარდა ამისა, სავაჭრო დახლების წინ მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით. დაუშვებელია ბაზრობის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე შესვლა.

დამატებითი მოთხოვნები დახურული ტიპის ბაზრობებისთვის

  • დახურულ სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური მოსარგებლეების სავაჭრო ობიექტის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება;
  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, ხშირად გამოყენებული ზედაპირების დასამუშავებლად და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენოს სანიტარული შესვენებები;
  • უზრუნველყოს სამუშაო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;
  • ინდივიდუალური სავაჭრო ფართით მოსარგებლე პირმა შესასვლელში უზრუნველყოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით

იხილეთ რეკომენდაციები სრულად: