პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 72 175-მა ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა ასევე 52 151 მოქალაქეს.
“დღეის მდგომარეობით, 72 175 ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა. 52 151 თვთდასაქმებულმა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო დღეს. 194 796-მა ჩვენ თანამოქალაქეს, სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. ეს არის ის ხალხი, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 65 000-დან 100 000-მდე.
ასევე, ჩვენმა 22 644 მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, პირველი ტრანში უკვე მიიღო. ასევე, 40 440 შშმ პირს და შშმ ბავშვს უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიან ფასში და 27 000 ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი. ეს ადამიანების ის რაოდენობაა, რომლებმაც დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება, ქეშის სახით პირდაპირ თავიანთ ანგარიშებზე მიიღეს“, - განაცხადა პრემიერმა.