ღია და დახურულ აუზებზე შეზლონგებს შორის მინიმუმ 2- მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების თანახმად, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. რეკომენდირებულია, აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება, ამასთან, დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე. მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი, რომელიც გამოყენების შემდეგ ადგილზე რჩება.
დოკუმენტის თანახმად, საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. აღნიშნული რეკომენდაციები ვრცელდება სასტუმროს ღია და დახურულ აუზებზეც.