რა იკრძალება სასტუმროებში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მათ შორის, საუბარია იმ წესებზეც, რომლის დაცვაც სასტუმროებს მოუწევთ.

დადგენილი წესების მიხედვით, სასტუმროებში იკრძალება:

  • სპორტულ-გასართობი ცენტრები:
  • აიკრძალოს ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება;
  • დროებით, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, აკრძალოს საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება;
  • აიკრძალოს სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება. სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.

ამასთან, სასტუმროების ტერიტორიებზე კატეგორილად იკრძალება ნიღბის გარეშე გადაადგილება. ასევე დაუშვებელია ორსართულიანი საწოლების გამოყენება; კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება.