2020 წლის 4 თვეში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ბანკებში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ აპრილში ბანკების მიმართ 1 885 საჩივარი შევიდა, რაც დაახლოებით 125%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის დეკემბერში ბანკებზე მხოლოდ 839 საჩივარი დაიწერა.
2020 წლის აპრილში პრეტენზიების სამეულში შედიან:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, აპრილში ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 88,8% ტრანზაქციებზე მოდის - 1 674 განაცხადი, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 63 განაცხადი, 55 განაცხადით სამეულში მოხვდა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილის 1 885 საჩივრიდნ ბანკებმა 1 310 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. საფუძვლიანად 1 95 განაცხადი; 375 განაცხადის შემთხვეევაში კი განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ს შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.