ოქრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ელემენტია მსოფლიოში. რიგი ქვეყნები ამ მეტალს ყოველწლიურად დიდი მოცულობით აწარმოებენ.
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიში ოქროს მოპოვებამ 3 332 ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის გლობალურ წარმოებასთან შედარებით, 2%-ით მეტია.
წარმოგიდგენთ, 10 ქვეყანას, რომელიც ოქროს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. აღსანიშნავია, რომ რეიტნგი შედგენლია მსოფლიო ოქროს საბჭოს ბოლო, 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
1. ჩინეთი - მრავალი წლის განმავლობაში ლიდერი იყო ოქროს მოპოვებით. მსოფლიო წარმოების 12% სწორედ ჩინეთზე მოდის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთში ოქროს წარმოება მცირდება. ბოლო მონაცემებით კი, 2018 წელს ჩინეთში 404,1 ტონა ოქროს მოპოვება მოხდა.
2. ავსტრალია - ჩინეთისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა ზედიზედ მეექვსე წელია, რაც ოქროს წარმოებას ზრდის. 2018 წელს ავსტრალიის მიერ მოპოვებულმა ოქრომ 314,9 ტონა შეადგინა.
3. რუსეთი - ევროპაში „დანაღმული“ ოქროს 83% რუსეთზე მოდის. წლიური წარმოება 2010 წლიდან იზრდება და მთავარი შემსყიდველი რუსეთის მთავრობაა. ბოლო მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში 297,3 ტონა ოქროს მოპოვება მოხდა.
4. აშშ - 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში ოქროს წარმოება 10%-ით გაიზარდა და 221, 7 ტონა შეადგინა.
5. კანადა - 2018 წელს, წინა წელთან შედარებით ოქროს წარმოება კანადაშიც გაიზარდა. მომდევნო წლებში კი წარმოების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან, რადგან მწარმოებელმა კომპანიებმა კიდევ ერთი დამატებითი ოქროს მარაგის აღმოჩინეს. 2018 წელს კანადაში მოპოვებული ოქროს რაოდენობამ 189 ტონა შეადგინა.
6. პერუ - 2018 წელი იყო მესამე წელი, როდესაც ოქროს წარმოება ყოველწლიურად მცირდებოდა. ბოლო მონაცემებით, წლიურად მოპოვებულმა ოქროს რაოდენობამ 158,4 ტონა შეადგინა.
7. ინდონეზია - ქვეყანამ 2018 წელს 136,9 ტონა ოქროს მოპოვება შეძლო. ეს წელი ინდონეზიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 2017 წელთან შედარებით, წარმოება 23%-ით გაიზარდა.
8. განა - 2018 წელს განა აფრიკის კონტინენტის ყველაზე მსხვილი ოქროს მომპოვებელი ქვეყანა გახდა. კარძოდ, განას მიერ წარმოებული ოქროს მოცულობამ 130,5 ტონა შეადგინა.
9. სამხრეთ აფრიკა - განამდე, მთავარი ოქროს მომპოვებელი აფრიკაში სწორედ სამხრეთ აფრიკა იყო. 2018 წელს 128,9 ტონა ოქროს წარმოება მოხდა.
10. მექსიკა - ოქროს მოპოვება მექსიკაში სულ უფრო მცირდება. კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 4%-ით შემცირდა და 115,4 ტონა შეადგინა.