წელს წიგნის ფესტივალი ვირტუალურად პირველად ტარდება.
30 და 31 მაისს ვირტუალური პავილიონი დახვდება მკითხველს ვებგვერდზე www.readersland.ge, სადაც ფასდაკლებით სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ბიზნესლიტერატურა, თვითგანვითარებისა და სამოტივაციო ჟანრი, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს ბიზნესლიტერატურიდან, რომლის შესაძენადაც ვირტუალური ფესტივალის დღეები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ:
მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“
NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი.
გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველია.
საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი ისე, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
რეიჩელ ჰოლისი - „გონს მოეგე, დაო“
იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე, TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია „ჩიკ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.
„გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის.
სოფია ამორუზო - „როგორ გავხდი #GIRLBOSS“
სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინმაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა.
#GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალადან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად.
დავით ჩიკვაიძე - „ანტი გაყიდვები“
ეს არის პირველი ქართული წიგნი გაყიდვების თემაზე.
როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.
დენიელ ჰ. პინკი - „DRIVE - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?“
როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა და სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ.პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა "დასჯა-წახალისების" მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი: ავტონომია - სურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება; დაოსტატება - უნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში; მიზანი - სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.
სეთ გოდინი - „იისფერი ძროხა“
წარმატების მისაღწევად აუცილებელია გახდეთ უფრო შესანიშნავი, საჭიროა იქცეთ ,,იისფერ ძროხად''. მარკეტინგის გურუდ აღიარებული არაერთი ბესტსელერის ავტორი სეთ გოდინი განიხილავს სხვადასხვა შესანიშნავი კომპანიის მაგალითს და მათზე დაყრდნობით მკითხველს უჩვენებს, რას ნიშნავს შექმნა ,,იისფერი ძროხა" - პროდუქტი, სერვისი ან კომპანია, რომელიც განსხვავდება მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული კონკურენტებისგან და ამის წყალობით იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებასა და ბაზრის ლიდერობას.
ბრაიან თრეისი - „შეჭამე ბაყაყი“
როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ, დროს ვკარგავთ; ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ უფრო იზრდება.. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ცნობილი ამერიკელი ბიზნესკონსულტანტისა და მენეჯმენტის მასწავლებლის, ბრაიან თრეისის ბესტსელერი ”შეჭამე ბაყაყი”, რომელშიც ეფექტიანი მართვისათვის საჭირო პრაქტიკული რჩევებს ამოიკითხავთ.
„დიდი წიგნი ბიზნესზე“ გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გაგაცნობთ. არა აქვს მნიშვნელობა, მეწარმე ხარ, რომელიც ბიზნესს ახლა იწყებს, თუ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს, თუ მომხმარებელი, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს, ამ წიგნში შთაგონებისთვის ბევრ რამეს იპოვი.
ანა ბარნსი - „როგორ ვიყოთ ბედნიერი“
როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.
ლაურა მილნე - „როგორ დავისვენოთ“
თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!
სრული კატალოგის სანახავად, გადადით ბმულზე