აუდიოწიგნების პლატფორმა Gudabooks.ge , წიგნის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში, ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი

მხოლოდ ორი დღით: 30 და 31 მაისს, ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურის აუდიოვერსიებზე აუდიოწიგნების პლატფორმა Gudabooks.ge მომხმარებელს 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

როგორც Gudabooks.ge-ის ადმინისტრაცია განმარტავს, ფასდაკლებით მათი ბიბლიოთეკა სრულად იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენი მიზანია, ლიტერატურაზე მოთხოვნა გავზარდოთ და ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი, დროის დეფიციტის მიუხედავად, კლასიკურ, უახლეს თუ პროფესიულ ლიტერატურას მოუსმინონ მგზავრობის, სეირნობის, შესვენების, ლანჩისა თუ ნებისმიერ დროს, როცა ამის სურვილი ექნებათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, წიგნის ვირტუალურ ფესტივალში ჩართვაც. ვფიქრობთ, რომ პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული აუდიოწიგნები ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც უცხოეთშია“, - აღნიშნავენ პლატფორმის ადმინისტრაციაში.

Gudabooks.ge, - ეს პირველი ქართული აუდიოწიგნების პლატფორმაა, რომელიც 200-მდე წიგნს აერთიანებს. Gudabooks.ge მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე, საბავშვო, თინეიჯერულ და ბიზნესლიტერატურა, რომელთა შეძენასაც მომხმარებელი, ორი დღის განმავლობაში, ფასდაკლებით შეძლებს.