შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა გახანგრძლივდა.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განცხადების წარდგენა 1-ელი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
„ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751&id=7991053&type=2 შესაძლებელია 1-ლი ივნისის ჩათვლით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.
ინფორმაცია ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს”, - ნათქვამია განცხადებაში.