ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს შალვა ალავერდაშვილი უხელმძღვანელებს

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" ბორდის ხელმძღვანელად შალვა ალავერდაშვილი აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, ალავერდაშვილი საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის Horeka Georgia-ს დამფუძნებელია.

„დარწმუნებული ვართ ალიანსის საქმიანობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება,“-ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მაისში დაფუძნდა. „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) არის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს ტურიზმის იდენტურობის პოპულარიზაციის განვითარებისა და კერძო სექტორში რეპუტაციის გაღრმავების მიზნით. მისია ასევე გულისხმობს სფეროს განვითარების საერთო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, სარეკლამო და ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიებების შეთავაზებასა და ორგანიზებას, რაც წარმოადგენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული ტურიზმის სუბიექტების საერთო ინტერესს, ასევე, მთავარი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ხარისხის ზრდა და სფეროს განვითარებაა.

თაია არდოტელი