როგორ გამოიყურება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქცია 12 მილიონი დაჯდა

თუ ოდეს­მე ვინ­მეს სა­მეგ­რე­ლოს­კენ გა­უ­წია გული, აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და ის­ტო­რი­უ­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, რომ­ლის ეზო­შიც და­დი­ა­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე და ეკ­ლე­სია მდე­ბა­რე­ობს.

თით­ქმის 30-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ზუგ­დი­დის ბო­ტა­ნი­კურ ბაღს რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და.

სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 25 ჰექ­ტარ­ზე გან­თავ­სე­ბულ ბაღ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქი­სა და ქვეყ­ნის სა­გან­ძუ­რი ძარ­ცვის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვე­ბის ბუდე იყო. ალ­ბათ ამი­ტო­მაც რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ბა­ღის ნახ­ვა შე­სას­ვლე­ლი­დან­ვე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თვის.

ცუდი ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, ძალ­ზე გე­მოვ­ნე­ბით შეს­რუ­ლე­ბულ სა­რე­აბ­ლი­ტი­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს ჰარ­მო­ნი­უ­ლად აგ­ვირ­გვი­ნებს, უამ­რა­ვი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ჰყავ­და. ბაღ­ში სარ­ე­კონ­სტრუ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2018 წლი­დან და­ი­წყო. ამას­თან, 300 ძირი ახა­ლი მცე­ნა­რე დარ­გეს, მო­ე­წყო ბი­ლი­კე­ბი, და­მონ­ტაჟ­და გარე გა­ნა­თე­ბე­ბი, წყლის და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა, ახა­ლი სკა­მე­ბი, ნაგ­ვის ურ­ნე­ბი. აშენ­და სამი სა­პირ­ფა­რე­შო. რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და ხე­ლოვ­ნურ ტბას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას და ორან­ჟე­რე­ა­საც...

ახ­ლა­ხან ბაღს ფარ­შა­ვან­გე­ბიც აჩუ­ქეს. ამ სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა­მა­ზებ­და ოქა­უ­რო­ბას, ისე­ვე რო­გორც გე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ბი­ნად­რობ­დნენ, თუმ­ცა ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი 90-იანი წლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა და­ხო­ცეს.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­ექ­ტი კი, მსოფ­ლიო ბან­კმა ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ა­ფი­ნან­სა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­სა და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თქმით, ახლა მთა­ვა­რია, მისი მოვ­ლა და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

“არც ისე დიდი ხნის წინ, ქუ­ჩე­ბიც გა­რე­მონტდა, მის ხა­რისხზე არ ვდა­ობთ, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე წაშ­ლი­ლია ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და თუ ადა­მი­ან­მა ზე­პი­რად არ იცის, სად არის ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლი, ვერც მი­აგ­ნებს. იმე­დია, რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი ბა­ღის მო­ნი­ტო­რინ­გი მოხ­დე­ბა" - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი. იხილეთ სრულად