დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიკროავტობუსებში ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან, წესების დაცვაზე უნდა გააფრთხილონ.
„ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში პატიოსნად იყო დაცული წესები, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.