აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 10.8 მლნ ლარით შემცირდა

2020 წლის აპრილის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 10.8 მლნ ლარით შემცირდა და 492.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში.

მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 34.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.7 პროცენტს გაუტოლდა.