დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს მოხმარების მხრივ საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან მისი მოხმარებთ გამოწვეული სიკვდილიანობა საერთო რიცხვის 22%-ს შეადგენს.
ამირან გამყრელიძის გამარტებით, თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდა თაობაა.
„ბევრი საერთო მოდების წერტილია თამბაქოსა და კოვიდ 19-ს შორის, რამეთუ მოგეხსენებათ, კოვიდ-19 უპირველეს ყოვლისა, სასუნთქ სისტემას აზიანებს და მის გართულებას იწვევს, რასაც ჰქვია ატიპიური, ანუ ვირუსული პნევმონია. ამ თვალსაზრისით, ერთის მხრივ თამბაქოს მოხმარებასა და მეორე მხრივ, კოვიდ ინფექციით დასნებოვნებულ პიროვნებებს შორის ბევრი საერთო ზიანია. ამიტომ, ამ საკითხზე ბევრი და დიდი დისკუსიაა, რომლის შესახებაც მოკლედ შემდგომ მოგახსენებთ. მინდა დღეს მთავარი გზავნილი გავაჟღერო- ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს, რაც მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის 12-14%-ია. ამ მხრივ ჩვენ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, სადაც თამბაქო ყოველწიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს. თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.