რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ადა მარშანია

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „პატრიოტთა ალიანსიდან“ , ადა მარშანიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 25 მაისს შეავსო.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრობის სანაცვლოდ, ხელფასისი სახით აღებული აქვს 50 013 ლარი.

ამასთან, ქონებრივიი დეკლარაციის მიხედვით, ადა მარშანიას საკუთრებაშია: 2002 წელს დედაქალაქის მერიის დადგენილების საფუძველზე გადაცემული 83 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში; ასევე, მემკვიდრეობით მიღებული 200 კვ.მ ფართობის სახლი და 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი სოხუმში. გარდა ამისა, ადა მარშანიას ასევე მემკვიდრეობთ გადეცა 5000 ფართობის მიწა აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში და 1000 კვ.მ მიწა გალის რაიონში.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ადა მარშანია "თიბისი ბანკის" სახელფასოზე ფლობდა 62 516 ლარს, საკრედიტოზე - 1 915 ლარს, ხოლო "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 3 291 ლარს.

ნინი ქეთელაური