"თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული მამაკაცებში,სამწუხაროდ, ქალებში ოდნავ გაზრდილია"

სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოხმარება გოგონებსა და ბიჭებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა.

მისი თქმით, მოზრდილ მოსახლეობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოს მოხმარება შემცირდა მამაკაცებში, თუმცა, ქალებში ეს მაჩვენებელი პირიქით გაიზრდა. თუმცა, როგორც სტურუა ამბობს, მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ მსგავსი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, რამდენმე წელიწადში ქალებშიც მოხმარების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.

„ჩატარდა ევროპის სასკოლო კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რომელიც 2016 წელსაც გვქონდა ჩატარებული და 2019 წლის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის, ასევე ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოხმარება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში და შესაბამისად, საერთო მოსახლეობაში.

გარდა ამისა, ჩავატარეთ მოზრდილ მოსახლეობაში თამბაქოს გავრცელების შემსწავლელი კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მცირედით, მაგრამ შემცირებულია თამბაქოს მოხმარება ზოგად პოპულაციაში-შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული მამაკაცებში,სამწუხაროდ, ქალებში არის ოდნავ გაზრდილი მოხმარება“, - განაცხადა სტურუამ.