სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმი” სტუმრებს 8 ივნისიდან ელოდება

“რადისონ ბლუ ბათუმი”-ის გუნდი მოხარულია გაცნობოთ, რომ სასტუმრო ზაფხულის სეზონისთვის მზად არის და სრული დატვირთვით უკვე შემდეგი კვირიდან ამუშავდება. სტუმრებს საშუალება აქვთ დაჯავშნონ ნომერი, განიტვირთონ და დაუვიწყარი დრო გაატარონ ბათუმში. ზღვიდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარე „რადისონ ბლუ ბათუმი“ მომსახურების ხარისხით, თანამედროვე დიზაინითა და ულამაზესი ხედებით ქალაქში გამორჩეული ადგილია.

სტუმრებს მოემსახურება ორი რესტორანი. პირველ სართულზე მდებარე “მედეა” - ქართული და ასევე საერთაშორისო სამზარეულოს გამორჩეული კერძებით და ბოლო სართულზე მდებარე ბარი & რესტორანი „ქლაუდს", რომელიც დამსვენებლებს ულამაზესი პანორამული ხედებით, გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკითა და უგემრიელესი კერძებით გაანებივრებს.

8 ივნისიდან იხსნება როგორც ღია, ასევე დახურული აუზი. “ოზონ ბარი“ ყოველ შაბათ-კვირას უმასპინძლებს წვეულებებს ცნობილ დიჯეებთან ერთად.

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, რადისონის სასტუმროების ჯგუფმა შეიმუშავა უსაფრთხოების უახლესი პროტოკოლი - ჰიგიენის დაცვის და სრული დეზინფექციისთვის, რომელსაც ახორციელებს მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან SGS Group-თან ერთად. როგორც ახალი გლობალური სტანდარტის, ასევე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების სრული დაცვით, სასტუმრო გააგრძელებს სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდებას.

(R)