Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი - განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა:

Bolt-ის საშუალებით ფრონტის წინა ხაზზე, ინფექციურ სავადმყოფოსა და ცხელების ცენტრებში, Covid19 პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური, სწრაფი და კომფორტული გადაადგილება უზრუნველყო.

პროექტი საქართველოს სამ დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს მოიცავდა და იმ კლინიკების თანამშრომლებს ემსახურებოდა, რომლებშიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან. აქციის ფარგლებში სარგებლობდა 11 კლინიკის 548 თანამშრომელი. პროექტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ ამუშავებამდე გაგრძელდა და 1 ივნისს შეწყდება.

ამ კამპანიის ფარგლებში:

ჩვენ მოვემსახურეთ 548 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს,

ერთად დავფარეთ 44 618 კილომეტრი

და შევასრულეთ 4 611 მარშუტი.

კამპანიის დასაწყისში, Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა - იგორ სტეპანოვმა აღნიშნა: “პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენს მთავარ ძალას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს, მათი კეთილდღეობა Mastercard-ისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“.

ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი მკვეთრად შემცირებულია.

„პანდემიის პირობებში ბევრმა კომპანიამ გამოხატა მხარდაჭერა, თუმცა Mastercard-მა ეს მოახერხა ყველაზე საჭირო ფორმით. ორი თვის განმავლობაში ჩვენ არ ვფიქრობდით, როგორ მივიდოდით სამსახურში. ექიმების და ექთნების უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. შექმნილი ვითარების გამო კი, ფიზიკურად საავამყოფომდე გადაადგილება უკვე პრობლემას წარმოადგენდა. Mastercard ძალიან დაგვეხმარა რთული პერიოდის გადატანაში“, - ამბობს ნანა ქავთარაძე, ლუგარის კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი.

(R)