რა ღირს ბუნებრივი გაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 35 ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.

ანალიზის მიხედვით, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ, საქართველოში საფასური კუბ.მ-ზე 55.13 თეთრია, მაშინ როცა მაგალითად, აზერბაიჯანში - 34.08 თეთრი; რუსეთში კი - 26.23 თეთრია.

საქართველოზე ძვირია ბუნებრივი აირი თურქეთში, სადაც კუბ.მ-ის ფასი - 69.05 თეთრია; სომხეთში - 89.81 თეთრია; უკრაინაში კი კუბ.მ-ი 92.64 თეთრი ღირს.

თაია არდოტელი