„ამ ეტაპისთვის დახმარება გაცემულია 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ეს არის 31 000-ზე მეტი პირი"

ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი. ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს, 14 000 000 ლარზე მეტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ამ დროისათვის 31 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიმართა სამინისტროს დახმარებისთვის და მათზე ჯამურად უკვე 15 000 000 ლარზე მეტი გაიცა. მისივე თქმით, სოციალური დახმარება მაისის თვის მონაცემებით სრულად არის ჩარიცხული.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს, 14 000 000 ლარზე მეტს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მოგვმართეს ეს არის, 31 000-ზე მეტი მოქალაქე და მათ მიმართ გაცემული ფულადი დახმარების ჯამური მოცულობა არის, 15 000 000 ლარზე მეტი, ხოლო სოციალური დამხარებები მაისის თვის მონაცემებით არის სრულად ჩარიცხული იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ დახმარების სექტორში მოხვდნენ და ესენი არიან 65-დან 100 000 ქულამდე შუალედში მყოფი მოქალაქეები, ასევე ის ოჯახები, რომლებსაც შშმ ბავშვები ყავთ და ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც მოხვდნენ ამ სეგმენტში. მონაცემების დამუშავება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კომისია, განიხილავს დამატებით შემოსულ საბუთებს, 1 ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება, რომელსაც კომისია ეტაპობრივად განიხილავს და შესაბამისად მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები. რაც შეეხება დაგვიანებებს, მოცულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებს დიდია და შესაბამისად კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.