Bloomberg-ის სავაჭტო პლატფორმაზე 13:30 საათისთვის ერთი დოლარი 3,0900 ლარად ივაჭრება, ეროვნული ბანკის მიერ 29 მაისს დადგენილი კურსის მიხედვით კი ერთი დოლარის ღირებულება 3,1761 ლარს შეადგენს.
სავაჭრო პლატფორმაზე მიმდინარე ვაჭრობის შედეგები კომერციული ბანკებში არსებულ გაცვლით კურსზე უკვე აისახა. ამ დროისთვის, ბანკებში ერთი დოლარის შეძენა მაქსიმუმ 3,16 ლარად, გაყიდვა კი 3,08 ლარად არის შესაძლებელი.
უფრო კონკრეტულად, „თიბისი ბანკში“ ერთი დოლარი 3,13 ლარი ღირს, გაყიდვა კი შესაძლებელია 3,06 ლარად. „საქართველოს ბანკში“ ერთი დოლარის ყიდვა 3,1350 ლარად, გაყიდვა კი 3,0550 ლარად არის შესაძლებელი.
„ტერა ბანკში“ დოლარის ყიდვა 3,1040 ლარად, გაყიდვა კი 3,0760 ლარად არის შესაძებელი.
„ვითიბი ბანკში“ ერთი დოლარის ღირებულება 3,15 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 3,06 ლარად შეძლებენ. ასევე 3,06 ლარად არის შესაძლებელი ერთი დოლარის გაყიდვა „პროკრედიტ ბანკში“, შეძენა კი 3,1450 ლარად.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე დაადგენს.