თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა. მარტის შემდეგ პირველი ფრენა სტამბოლიდან ანკარის მიმართულებით განხორციელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში შიდა ფრენები სრულად არ აღდგენილა. აეროპორტები ფრენებს იზმირში, ანტალიაში, ტრაბზონში, სტამბულსა და ანკარაში მიიღებენ.

ცნობისთვის, თურქეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 163942 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.